ფედერაცია

საქართველოს ქუჩის ვარჯიშებისა და კალისტენიკის ფედერაცია

ვინ ვართ

„ქართული ქუჩის ვარჯიშისა და კალისთენიკის ფედერაცია“ (Georgian Street Workout and Calisthenics Federation) არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს ქუჩის ვარჯიშითა და კალისთენიკით დაინტერესებულ სპორტსმენებს, მოყვარულებსა და ენთუზიასტებს.

ფედერაცია საქმიანობს საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის, ქუჩის ვარჯიშისა და კალისთენიკის პოპულარიზაციისთვის, ახალგაზრდების სპორტული აქტივობებით დაინტერესებისა და შესაბამისი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების მიზნით.

მისია და ხედვა

ჩვენი მისია

საქართველოში კალისთენიკისა და ქუჩის ვარჯიშის ფართოდ გავრცელება, ჯანსაღი და ფიზიკურად ძლიერი თაობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში სპორტული სულისკვეთების გაძლიერება და ქართველი ათლეტების საერთაშორისო აქტივობებში ინტეგრირების მხარდაჭერა.

ჩვენი ხედვა

შევქმნათ ძლიერი და ერთიანი სპორტული გარემო, სადაც კალისთენიკა და ქუჩის ვარჯიში იქნება ხელმისაწვდომი, ცნობადი და განვითარებადი სპორტული მიმართულება, ხოლო სპორტსმენებს ექნებათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობა.

მიზნები და საქმიანობის მიმართულებები

  • სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია: ქუჩის ვარჯიშისა და კალისთენიკის ცნობადობის ამაღლება და საზოგადოების ფიზიკურ აქტივობაში ჩართვის ხელშეწყობა.
  • ახალგაზრდების ჩართულობა: სპორტული აქტივობებით ახალგაზრდების დაინტერესება და მათთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნა.
  • პროექტები და პროგრამები: ფედერაციის მიზნებთან დაკავშირებული პროექტების, პროგრამებისა და სხვა აქტივობების განხორციელება.
  • საერთაშორისო თანამშრომლობა: ანალოგიურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირის დამყარება, ერთობლივი აქტივობების წარმართვა და ფედერაციის წევრების საერთაშორისო შესაძლებლობებში ინტეგრირების ხელშეწყობა.
  • ინსტიტუციური თანამშრომლობა: სახელმწიფო დაწესებულებებთან, სხვა ფედერაციებთან, ბიზნეს გაერთიანებებთან, საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მედიასა და სხვა საჯარო თუ კერძო სამართლის პირებთან თანამშრომლობა.
  • განათლება და კვალიფიკაცია: სფეროში ჩართული პირების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის შესაბამისი აქტივობებისა და პროექტების განხორციელება.
  • წევრთა მხარდაჭერა: ფედერაციის წევრებისთვის სერვისების მიწოდება და მათი ინტერესების დაცვა.

ისტორია

„ქართული ქუჩის ვარჯიშისა და კალისთენიკის ფედერაციის“ წესდება 2026 წლით თარიღდება. ფედერაცია შექმნილია განუსაზღვრელი ვადით და მისი საქმიანობა ეფუძნება წესდებით განსაზღვრულ მიზნებსა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

ფედერაციის დამფუძნებელი წევრები არიან: გიორგი ჭულუხაძე, სოფიო ხიზანიშვილი და გიგა ხიზანიშვილი.

ფედერაციის სტრუქტურა

ფედერაციის ხელმძღვანელი და მაკონტროლებელი ორგანოებია:

  • წევრთა საერთო კრება;
  • ფედერაციის გამგეობა;
  • ფედერაციის პრეზიდენტი.
  • წევრთა საერთო კრება წარმოადგენს ფედერაციის მმართველობის ძირითად რგოლს. გამგეობის გადაწყვეტილებით, ფედერაციის ცალკეული მიზნების მისაღწევად შესაძლებელია შეიქმნას კომისიები, კომიტეტები და სხვა სტრუქტურული ერთეულები. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, გამგეობის გადაწყვეტილებით, ფედერაციას ასევე შეიძლება გააჩნდეს ფილიალები.

ხელმძღვანელობა და ადმინისტრაცია

ბექა ხუჭუა

სპორცმენებთან ურთიერთბის მენეჯერი | კალისტენიკსის მწვრთნელი

გიორგი ჭულუხაძე

ფედერაციის პრეზიდენტი

giorgitschulukhadze@gmail.com

სოფიო ხიზანიშვილი

საბჭოს თავმჯდომარე | საოფისე მენეჯერი

xizanishvilisofi@gmail.com

გიგა ხიზანიშვილი

ვიცე პრეზიდენტი

xizanishvili.giga@gmail.com

გიორგი ხუბუა

სპონსორობისა და პარტნიორობის მენეჯერი

giorgikhubua92@gmail.com

კომიტეტები და პასუხისმგებელი პირები

ინფორმაცია მალე დაემატება

პარტნიორები და საერთაშორისო თანამშრომლობა

ინფორმაცია მალე დაემატება